logo
ENG



პარლამენტმა ამნისტიის კანონის "ოცნების" პროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა

09 ივნ 202119:49
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა ამნისტიის კანონის "ოცნების" პროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

77 მომხრე, 23 - წინააღმდეგი - პარლამენტმა ამნისტიის კანონის ქართული ოცნების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტია დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის.

დღეს, 9 ივნისს, პარლამენტი ამნისტიის კანონის ქართული ოცნების ვარიანტს მეორე მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა. 

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა. 


close დახურვა